პირდაპირ დაიწყო აფხაზეთის ანექსია-პაატა დავითაია

region
ავტ.: region აგვისტო 19, 2019 16:41

პირდაპირ დაიწყო აფხაზეთის ანექსია-პაატა დავითაია

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა,სადაც საინფორმაციო სააგენტო წერდა,რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე სოფელი აიბღა, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს და გაგრის რაიონს ეკუთვნის, როსრეესტრში დარეგისტრირდა როგორც რუსეთის ტერიტორია.

,,რუსეთის საჯარო რეესტრმა საქართველოს ტერიტორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთა აიბგა გაატარა,როგორც რუსეთის ტერიტორია. ამასთან დაკავშირებით,არაერთი წელიწადია ჭიდაობა მიმდინარეობს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის. ეს გამწვავდა, ჯერ კიდევ ოლიმპიური თამაშების წინ. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება,როდესაც შემოღობეს მთა რუსეთის ჯარებმა,თითქოსდა ეს კეთდებოდა ოლიმპიური თამაშებისთვის.

რატომ არის საინტერესო ამ მთის მითვისება რუსეთისთვის, აქ არის შავი მარმარილოს უნიკალური საბადო. მსოფლიოში ორად-ორი ადგილია, სადაც ეს საბადოა,სწორედ ეს ინტერესი გააჩნია ფედერაციას.

არაერთხელ განვაცხადე ,რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩარეულიყო, მაგრამ 2014 წელს რეაგირება იყო ნული. მინდა ხაზი გავუსვა,რომ აფხაზური მხარე ეწინააღმდეგებოდა მაშინ ,როცა ,როგორც ვთქვი,რუსებმა შემოღობეს ოლიმპიური თამაშების დროს. მათ აფხაზურ მხარეს უთხრეს ,რომ ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდებოდა. ახლა გამოჩნდა,რომ მითვისება უნდოდათ . მოვუწოდებ ადგილობრივ აფხაზებს,რომ მათ ტერიტორიას ართმევენ. ეს საქართველოს ტერიტორიის ანექსიაა,აფხაზეთის. თუ მართლა ფიქრობენ ისინი ,რომ არიან დამოუკიდებლები,მათ ართმევენ ტერიტორიას. პირდაპირ დაიწყო ანექსია. ეს არის პირველი იურიდიული ფაქტი, საქართველოს გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიის ჩამოჭრა და რუსეთის ფედერაციასთან მიერთება.საგარეო საქმეთა სამინისტომ უნდა დააყენოს  უშიშროების საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი და დაიწყოს რეაგირება ყველა ფორმატში ,რაც კი არსებობს”-აცხადებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია

შეგახსენებთ, სოფელი მდინარე ფსოუს ნაპირზეა გაშენებული და 26-ვე მოსახლე რუსია. 2014 წელს, როცა სოჭში ოლიმპიადა ჩატარდა, რუსმა მესაზღვრეებმა სოფელში საგუშაგოები აღმართეს.

როსრეესტრში გატარებული რეგისტრაციით აიბღა კრასნოდარის მხარეს, ქალაქ სოჭს ეკუთვნის – cyxymu.info ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “თაიმერი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, როგორც კი მიიღებს, მაშინათვე გაგაცნობთ.

region
ავტ.: region აგვისტო 19, 2019 16:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


31,487
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics