საქართველომ უკრაინიდან ელჩი გელა დუმბაძე გამოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე გამოიწვია. ამის შესახებ დუმბაძეს პრეზიდენტის ბრძანებით დღეს დილით ეცნობა.

ელჩის გამოწვევის მიზეზი უცნობია. ამასთან, ცნობილია, რომ დუმბაძესთან ერთად რამდენიმე დიპლომატის ჩანაცვლება იგეგმება.

“თაიმერი” აღნიშნულ ინფორმაციას, რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა,თუმცა სააგენტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

გელა დუმბაძის შემცვლელად ორი კანდიდატურა – საქართველოს ყოფილი ელჩი გრიგოლ ქათამაძე და თეიმურაზ შარაშენიძე განიხილება, რომელიც ადრე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.

გელა დუმბაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში 2017 წლის 15 ივნისიდან იყო.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიაგიგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს