საქართველომ წელს 11 მილიონი დოლარის სიმინდი იყიდა – მისი უმეტესობა რუსეთიდანაა,_ ინფორმაციას საქსტატის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა ბიემჯი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყანაში 11 მილიონი დოლარის ღირებულების 23 413 ტონა სიმინდი შემოვიდა მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 5.8 მილიონ დოლარს და 6 222 ტონას შეადგენდა. შედეგად, წლიურ ჭრილში სიმინდის იმპორტის ღირებულება 88.5%-ით, ხოლო მოცულობა 276.2%-ით გაიზარდა
მათივე ცნობით, უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც საქართველომ 5.5 მილიონი დოლარის ღირებულების 21 750 ტონა სიმინდი შეიძინა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტირებული სიმინდის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 92.9% რუსეთზე მოდის, ხოლო ღირებულებით მისი წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენს
ბიემჯი წერს, რომ რუსეთის შემდეგ უმსხვილესი მომწოდებლები არიან:
თურქეთი – 2.8 მილიონი დოლარი, 751 ტონა,
საფრანგეთი – 869 ათასი დოლარი, 149 ტონა,
რუმინეთი – 682 ათასი დოლარი, 122 ტონა,
ავსტრია – 614 ათასი დოლარი, 109 ტონა.
სიმინდი ასევე შემოვიდა არგენტინიდან, უნგრეთიდან, ეგვიპტიდან, საბერძნეთიდან და სერბეთიდან.
















