“საქართველომ თუ გამოგვაგდო, ეროვნული სკანდალი იქნება” – ესპანელი კომენტატორები

“საქართველომ თუ გამოგვაგდო, ეროვნული სკანდალი იქნება,” – საქართველო-ესპანეთის მოახლოებულ მატჩს აქტიურად განიხილავს ესპანური მედიაც. სპორტულ გადაცემებში ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს იწვევენ და პროგნოზებს აკეთებენ.

ესპანეთი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, თუმცა პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ წარუმატებლობას არც ესპანელები გამორიცხავენ.

“აქამდე ხომ კომფორტულად მოვედით ამ ჩემპიონატზე და ახლა, საქართველომ თუ გამოგვაგდო, ეს ხომ ეროვნული სკანდალი იქნება. ამაში მეთანხმებით, თუ არა. ესპანეთში იქნება ეროვნული სკანდალი,” – ამბობენ ესპანელი სპორტული კომენტატორები.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
შემდეგი სტატიაგერმანიის ელჩი – საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!