17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი ოფიციალურად გადასცა

რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხარემ რუსეთის ფედერაციას ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი — დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა. აღნიშნულ პირებს რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას ედავებიან.

უწყების ცნობით, ორივე ბრალდებული საქართველოში დააკავეს, რის შემდეგაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მათი ექსტრადიცია მოითხოვა. საქართველოს შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსული მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

პროცედურის ფარგლებში, 24 სექტემბერს რუსულმა მხარემ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც ასახულია პატიმრების გადაცემის პროცესი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე კიდევ რამდენიმე მსგავსი ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ გამოქვეყნდა ცნობები.

banner
წინა სტატიაშიტანგანიკის ტბაზე გემისს გადაბრუნებას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ