საქართველომ პირწმინდად მოუგო რუსეთს არაღიარების პოლიტიკა – პრეზიდენტი

საქართველომ ექვსი წლის განმავლობაში პირწმინდად მოუგო რუსეთს არაღიარების პოლიტიკა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო აქტზე. მარგველაშვილის განცხადებით ეს არის ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება და აშშ-ში საქართველოს ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგი.

„ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს მეგობრებს დასავლეთში. ასეთი კანონპროექტის განხილვა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის საქართველოს ახალი ელჩის წარმატებული მუშაობის შედეგიც. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიიღეთ ის რეალობა, რაც არის, მაგრამ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს იქნება, თუ ხვალ, ჩვენს სამშობლოს გავაერთიანებთ და არ გატყდება ჩვენი სული. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას ითვალისწინებს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას ითვალისწინებს. კერძოდ, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე.

banner
წინა სტატიაშისოფელ თამარისში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა
შემდეგი სტატიაეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა