საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა კრიტერიუმი უნდა შეასრულონ – კალასი

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა კრიტერიუმი უნდა შეასრულონ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენ უკრაინას და მოლდოვას ვუთხარით, რომ უნდა შეასრულონ კრიტერიუმები ასი პროცენტით, მათთვის შეღავათები ამ კუთხით არ იქნება. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა კრიტერიუმი უნდა შეასრულონ. ასე რომ, თუ შეასრულებთ კრიტერიუმებს, სამართლიანი იქნება მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის რთული რეფორმები, მაგრამ ისინი უნდა შესრულდეს. საქართველო უფრო რთულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე. თუ ნახავთ მოხსენებას კრიტერიუმების შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არის დრო მუშაობისთვის. ასე რომ, ყველა კრიტერიუმი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა დადებითად შეფასდა, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები – დავითაშვილი
შემდეგი სტატიაგენერალი სუროვიკინი დააკავეს – Financial Times