საქართველომ კარგი მეგობრობა იცის, მაგრამ ვისაც ჩვენი ერთიანობა არ უნდა საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ-ჯეჯელავა ლუჟკოვზე

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის განცხადებებს საქართველოს მესამე ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმიანება.

ჯეჯელავას განცხადებით, ლუჟკოვის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ მისი განცხადებები უკვე აქტუალური აღარ არის.

”ლუჟკოვის მოსაზრება მას შემდეგ, რაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ბრძანა, აბსოლუტურად არ არის აქტუალური და საინტერესო. საქართველომ ძალიან კარგი მეგობრობა იცის, მაგრამ ვისაც ჩვენი ერთიანობა და მთლიანობა არ უნდა, იმათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ და გავცემთ კიდეც”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიის ჩანაწერები, რომლებიც კონსტიტუციაში 2010 წელს გაკეთდა, პუტინიზაციის შეუმდგარი მცდელობა იყო-მათიკაშვილი
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე ჩინეთში გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც აფხაზეთი ცალკე ქვეყნად იყო წარმოდგენილი