საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ამ შეხვედრას საქართველო 30 წელი ელოდა – დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დააარსების დღიდან, რათა საქართველოს დროშა ამაყად აღემართულიყო და ჩვენს ჰიმნს ომახიანად დაეგუგუნა.

დიდი იყო მოლოდინიც და დაძაბულობაც. ჩვენს ნაკრებს 90 წუთით შეეძლო ქვეყნისთვის დიდი სიხარულიც მიენიჭებინა და დიდი ტკივილიც – ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყველაზე კარგი და უჩვეულო შანსი გახლდათ, საიდანაც მთავარ ევროპულ ტურნირს მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებდა.

ყველაფერი უჩვეულო იყო და პირველიც – სწორედ ბელარუსთან გამოიყენა უეფა-მ VAR– ის მსაჯების სამსახური საქართველოში პირველად – ამ როლში აბდულქადირ ბიტიგენმა და ჰუსეინ გოჩეკმა იმუშავეს.

საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიუფრ ვითარების გამო, მაყურებელთა თავშეყრა მიზანშეუწონლად ჩაითვალა და ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უმაყურებლოდ გაიმართა, რაც ჩვენი ნაკრების საშინაო „კედლების“ ძალას ამცირებდა, მაგრამ გულშემატკივრები სტადიონის გარშემო შეიკრიბნენ და გუნდი მარტო არ დატოვეს. გუნდის ავტობუსს სტადიონის შესასვლელში ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს, მატჩის დროს კი სტადიონის გარე ტერიტორიიდან მათი მხარდასაჭერი შეძახილები ისმოდა.

საქართველო – ბელარუსი 1:0

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (07. პენალტი)

08.10.2020. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“

საქართველო: ლორია – კაკაბაძე (82. ტაბიძე), კაშია, კვირკველია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი – კვარაცხელია (90. ლობჟანიძე), კიტეიშვილი (65. გვილია), ყაზაიშვილი (82. შენგელია) – ოქრიაშვილი (90. ქვილთაია)

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, , კაჭარავა, გრიგალავა, აბურჯანია, ჯიღაური

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: ხაცკევიჩი – ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩოვი (73. პეჩენინი) – ბახარი (63. პოდსტრელოვი), იაბლონსკი (63. სკავიში), ებონგი, ნეხაიჩიკი – ლისაკოვიჩი (70. ლაპტევი), ხაჩატურიანი (46.მაევსკი)

სათადარიგოები: გუტორი, იგნატოვიჩი, , პოლიაკოვი, გრომიკო, ი, იუზეპჩუკი, საჩიჩკო, სტასევიჩი

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მარხელი

მთავარი არბიტრი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

გაფრთხილებები: ნაუმოვი (33), კვეკვესკირი (38), კანკავა (52), ყაზაიშვილი (69), ქვილითაია (90+3)

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
შემდეგი სტატიახელვაჩაურში მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს