საქართველომ გაეროში პოლოლიკაშვილს შესაძლოა, მხარი აღარ დაუჭიროს და UAE-ს კანდიდატს მიემხროს

ონლაინ გამოცემა The Diplomat წერს, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადოს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს – შეიხა ალ ნოვაისს.

ამას The Diplomat “შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრს” უწოდებს და საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო ფარულ შეთანხმებაზე წერს.

გამოცემა წერს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით “გაეროს სისტემაში პრეცედენტი” დააწესა.

“პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.

ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფა საპირისპირო გზავნილს ავრცელებს და წევრი-სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მის კანდიდატურას მესამე ვადით მხარს უჭერენ, ნდობას ამცირებს.

გაეროს სააგენტოები უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ, სოციალური კეთილდღეობისკენ და შერიგებისკენ – არა დაყოფისკენ. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, რუსეთის ფედერაციის ჩართვა ეწინააღმდეგება ამ ინსტიტუტების უსაფრთხოებასა და ნდობას“-წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიროგორც მოსალოდნელი იყო ვლადმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვადრაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატია„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში