საქართველომ დიდი ხანია მოახერხა ყველაფრის „ქოც-ნაცურ“ დაპირისპირებად ქცევა – კონგრესში გამოსვლაც „ქოც-ნაცური“ დაპირისპირების ნაწილია – ხვიჩია

საქართველომ დიდი ხანია მოახერხა ყველაფრის „ქოც-ნაცურ“ დაპირისპირებად ქცევა – კონგრესში გამოსვლაც „ქოც-ნაცური“ დაპირისპირების ნაწილია, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” სანქცირებისკენ საქმე თავადვე მიჰყავს.

„ზოგადად, მე მგონია, რომ საქართველომ დიდი ხანია მოახერხა ყველაფრის „ქოც-ნაცურ“ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინაში ომი „ქოც-ნაცური“ დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა „ქოც-ნაცური“ დაპირისპირების ნაწილია. ზოგადად, ყველაფერი არის ამ თემის ნაწილი რაღაცნაირად. სანქციები არავის უნდა. როგორ შეიძლება გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირებული იყოს. როგორ შეიძლება არ გინდოდეს დალაგდე ამერიკელებთან, მაგრამ თუ ამერიკელებს ებრძვი ისედაც ხომ მოლოდინი გაქვს რომ დაგასანქცირებენ. ხომ გასაგებია, რომ აქამდე შენ თვითონ მიგყავს ეს ამბავი და ამიტომ მერე სხვას დააბრალო პირობითად, რომ ჩემს სანქცირებას ითხოვენ და მოღალატეები არიანო, სხვა კი არ ითხოვს, კაცო, შენ აკეთებ ამას, შენ მიდიხარ ამისკენ,” – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიროთი – აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია
შემდეგი სტატიაინიციატივით გათვალისწინებულია არა კადრების ამოჭრა, არამედ ასაკობრივი ზღვრის დაწესება – იონათამიშვილი