„საქართველომ აირჩია, რომ დაუახლოვდეს დასავლეთს და მას შემდეგ უკან არასდროს დაგვიხევია“ – გიორგი კვირიკაშვილი

თბილისში ამერიკის დღეები 2017-ის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სტუმრები აშშ-ის საელჩოს ძველ შენობაში შეიკრიბნენ. შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა, პრემიერმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და იმაზე, თუ რა ხდის ამ ურთიერთობებს განსაკუთრებულს. საქართველომ აირჩია, რომ დაუახლოვდეს დასავლეთს და მას შემდეგ უკან არასდროს დაგვიხევია. შეერთებული შტატები კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, ქვეყანა გარდაგვექმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა ჩვენ ერთგულნი ვართ, საქართველო ვაქციოთ ინსტიტუციური დემოკრატიის მოდელად. აშშ საქართველოს მიიჩნევს, რომგორც სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრიორიტეტებს. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის. მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვიღებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან დიდი პროვოკაციის სუნი ასდის ამ ყოველივეს”- გამსახურდია
შემდეგი სტატიასაზოგადოება დაარწმუნონ,რომ ისინი საუკეთესო კანდიდატები იყვნენ-ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში დეპუტატთა მეუღლეების დასაქმებას ეხმაურება