საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ფეხბურთელებმა, არამედ გულშემატკივარმა – სააკაშვილი

“მინდა დავიწყო მოლოცვით, იმიტომ რომ ჩემი პატიმრობის რთული სიტუაციიდან გამომდინარე გუშინდელი საღამო, გუშინდელი ღამე იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემ ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აჩვენა უმაღლესი კლასი, არა მხოლოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომლებიც უმაგრესები არიან მართლაც, არ ვიცი რომელი დავასახელო, არამედ ჩვენმა გულშემატკივარმა რომელმაც აჩვენა ერთიანობა, სიამაყის სულისკვეთება, ეროვნული სიამაყე არ არის ზოგადი მცნება, ეს არის ის რაზეც დგას ყველაფერი, რასაც მე ვემსახურები”. – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რეალური ხდება თავსმოხვეული იდეა, რასაც ჰქვია გაუკუღმართებული ცხოვრება
შემდეგი სტატიაბლინკენი – მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება