საქართველომ 16 რეკომენდაციიდან 6 ნაწილობრივ შეასრულა, 2 საერთოდ არ შესრულებულა – GRECO

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით კორუფციის პრევენციას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ დამაკმაყოფილებლად შეასრულა გაცემული 16-დან 8 რეკომენდაცია, 6 შესრულდა ნაწილობრივ, ორი კი საერთოდ არ შესრულებულა.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე უნდა გაფართოვდეს, ქონების დეკლარირება კი ყველა პროკურორისთვის სავალდებულო უნდა გახდეს. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საპარლამენტო საქმიანობა სახელდება.

ანგარიშის ძირითადი ნაწილი მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ეხება. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი და იგივე შემადგენლობის მიერ, საქმის განხილვის გამო და ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს საბჭო მიუკერძოებელი ვერ იქნება.

მკვლევრები სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეების კონკურსის გარეშე დანიშვნასაც და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადასინჯოს ან გააუქმოს დაწინაურების ეს მეთოდი.

banner
წინა სტატიაშისოხუმის აეროპორტი 2024 წელს გაიხსნება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცა