11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

საქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის, კენიის, ფილიპინების, ერაყის, ნიგერიის, უგანდის, ბანგლადეშის, განას, იორდანიის, კუბის, რუსეთის, სუდანის, ტაჯიკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 56 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს ისლამაბადში გაემგზავრება
შემდეგი სტატიაზელენსკი – უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო