საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს კენჭს დღეს უყრიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატს დღეს, 10 ოქტომბერს უყრიან კენჭს. 4 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია მოიწონა, რეკომენდაცია კი ლადო ჭანტურიას გაუწია.
სამოქალაქო სექტორში ვარაუდობენ, რომ საქართველოდან სტრასბურგში მოსამართლე ლადო ჭანტურია გახდება. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს მთავრობას კონკურსის გამოცხადება 3-ჯერ მოუწია. ევროსასამართლოს ექსპერტთა საბჭომ პირველი სამეული ნანა მჭედლიძის კანდიდატურის გამო ჩააგდო, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა, რომელთაგან კრიტერიუმების შესაფერისად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია. მესამე კონკურსი დანარჩენი 2 კანდიდატის შესარჩევად ჩატარდა და საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე და ორი ახალი კანდიდატი – ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია.

banner
წინა სტატიაშითელავში ერთ-ერთ კაფეში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაე.წ. ჭკვიანი კამერები ნოემბრიდან ჩაირთვება