რუსული ანალიტიკური სააგენტოს მონაცემებით “ქართული ოცნება“ სანქციებისაგან გვერდის ავლაში ამხილეს. ირკვევა, რომ ოკუპანტ ქვეყანაში საქართველოდან შესული მანქანების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა.
სააგენტო წერს, რომ საქართველოდან რუსეთში ნოემბერში 218%-ით მეტი ავტომობილი შევიდა, ჯამში 34 600 მსუბუქი ავტომობილი. არადა თუ საქართველოს ოფიციულური მონაცემებს ჩავხედავთ, რუსეთში მხოლოდ 8 მანქანა ჩავიდა.
BMW X5 და X7, შევროლე, კია და ტოიტა რავ 4 – ეს არის ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების სია, რომელსაც ყიდულობენ საქართველოში და გაჰყავთ რუსეთში. ამ რეალობას ქართული სტატისტიკა ნამდვილად არ აჩვენებს, სამაგიეროდ, ვიცით, რომ რეკორდული ოდენობის ავტომობილები გადის ყირგიზეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ცენტრალრუი აზიის ქვეყნები მონაცემებში უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთის სანქცირების შემდეგ დაწინაურდნენ.
როგორ ხვდება რუსეთში ამ რაოდენობის ავტომობილი თან აკრძალვების ფონზე – ყველაზე მარტივი გზა ყაზახეთი და ყირგიზეთია. ოფიციალური მონაცემებით, ყირგიზეთში წელს მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები გაიგზავნა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ეს მანქანები არ ჩადის და რეალურად რუსეთისთვის არის განკუთვნილი.
სანქციებისგან თავის ასარიდებლად ასეთი სქემა მუშაობს – დოკუმენტებში ფორმდება, რომ ავტომობილები ყირგიზეთში ან ყაზახეთში უნდა წავიდეს, თუმცა ისინ იდანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს და გზად, რუსეთში რჩება.
რაც რუსეთში და ბელორუსში ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა, კრემლში ახალი გზები იპოვეს – სწორედ ამის ნაწილია, რომ ლარსის გამშვები პუნქტიდან ავტომობილები, თითქოს, ცენტრალურ აზიაში მიდის, მაგრამ რუსულ ბაზარზე ხვდება.


















