12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (FSIN) ინფორმაციით, მოკლულია დმიტრი პუშკარევი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს რამდენიმე დღის წინ გადასცა.

რუსული საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში პუშკარევი ბადრაგს თავს დაესხა, სამსახურებრივი იარაღი წაართვა და გაქცევა სცადა. თავდასხმის შედეგად ბადრაგის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაიჭრა. საპასუხო მოქმედებების დროს პუშკარევის განეიტრალება (მოკვლა) განხორციელდა.

სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთში პუშკარევს ბრალად ნარკოდანაშაული და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ედებოდა, რის გამოც მისი ექსტრადიცია საქართველოდან ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში“აქცია პატიმრის ოჯახმა დაგეგმა, ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ”-პარტია “დროა”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი პატიმრის შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე: საჭიროა გამოძიება