საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 1.9 მლნ აშშ დოლარის პურის, ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი 962 600 აშშ დოლარი იყო.
bm.ge-ს ინფორმაციით, ზრდა იყო წლიურ ჭრილში ჯამურადაც. კერძოდ, 2025 წელს ქვეყნიდან 9,1 მლნ აშშ დოლარის პურ-ფუნთუშეული გავიდა, 2024 წელს კი – 6,3 მლნ აშშ დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდამ 44% შეადგინა.
წელს საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის მთავარი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი იყო, გასულ წელს კი სომხეთი, აზერბაიჯანი და ერაყი.
საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის მთავარი საექსპორტო ბაზრები 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით შემდეგია:
უზბეკეთი – 870 000 აშშ დოლარი
აზერბაიჯანი – 458 500 აშშ დოლარი
სომხეთი – 258 200 აშშ დოლარი
რუსეთი – 236 800 აშშ დოლარი
ისრაელი – 236 800 აშშ დოლარი
აშშ – 2 500 აშშ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის იმპორტმა 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძირითადი საიმპორტო ქვეყნები რუსეთი და უკრაინაა.
2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, პურ-ფუნთუშეულის მთავარი საიმპორტო ქვეყნებია:
რუსეთი – 3,2 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა – 2,5 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი – 2,3 მლნ აშშ დოლარი
პოლონეთი – 1,8 მლნ აშშ დოლარი
ბულგარეთი – 1,1 მლნ აშშ დოლარი














