25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა

რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზი“-ის მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა , – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ სახელმწიფო საგზაო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დაახლოებით დროით ღამის 1:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.

„საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი Setra-ს ავტობუსის მძღოლმა არაუსაფრთხო სიჩქარე აირჩია და მის წინ მიმავალ „კამაზთან“ უსაფრთხო მანძილი ვერ შეინარჩუნა, რამაც შეჯახება გამოიწვია და ავტობუსი თხრილში გადავარდა“, – აცხადებენ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციაში.

banner
წინა სტატიაშიჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოსული მიწის მასის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაპოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა