საქართველოდან ივნისში 26 უცხოელი გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ივლისს განაცხადა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისში საქართველოდან ირანის, პაკისტანის, იორდანიის, ერაყის, რუსეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდოეთის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, გაძევება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელდა.

შსს-მ ასევე განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი საქართველოში დაძაბულობით შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაბაიდენი – დებატებზე კინაღამ ჩამეძინა