საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულ პირებს Covid 19-ის “დელტა პლუს” შტამი დაუდასტურდათ

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის 12 მოქალაქეს კორონავირუსის “დელტა პლუს” შტამი დაუდასტურდა. მათ უმეტესობას, საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებობდა ერთზე მეტი ინფექციური ჯაჭვი. გამოცემა ასევე წერს, რომ ჯერჯერობით არაა საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა “დელტა პლუს” შტამი “დელტა შტამზე უფრო ძლიერი.

ცნობისთვის, 30 ივლისიდან საქართველო ისრაელის წითელ ზონაში გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა აეკრძალებათ, რთული ეპიდსიტუაციის გამო.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: გავა 6 თვე და როგორც გაყალბებულ არჩევნებს აღარ ახსენებენ, ისე აღარ ახსენებენ სანდრო ლაშქარავასაც
შემდეგი სტატიახობში სპორტსმენებმა პოლიციელებს სცემეს- მომხდარზე დაკავებულია 4 ადამიანი