საქართველოდან ევროპაში ამანათების გაგზავნაზე ტარიფი იზრდება

ფინანსური წნეხი  ემიგრანტებზე – საქართველოდან ევროპაში ამანათების გადაზიდვის  გადასახადი  25%-ით გაიზარდა. საახალწლოდ გაგზავნილი ნობათების ნაწილი უკვე  გზაში იყო, როცა  საქართველოს მოქალაქეებს ახალი  ტარიფი დააწიეს და პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენეს.

საქართველოს ფოსტამ, რომელიც ემიგრანტებს განსაკუთრებულ პირობებს ჰპირდებოდა, საქართველოდან საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების გაგზავნაზე  ფასები ისე გაზარდა, რომ ხალხმა ამის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.

ამანათების ნაწილი გზაში იყო როდესაც ემიგრანტებმა გაარკვიეს რომ გადაზიდვის ღირებულება გზაში გაიზარდა. მათი ინფორმაციით, საბაჟოებზე ურთულესი ვითარებაა, ამანათებით დატვირთული ათობით საქართველოს ფოსტის სატვირთო დგას. ფასების ზრდა “პირველებს“ საქართველოს ფოსტის ცხელ ხაზზე დაუდასტურეს.

თუ აქამდე ემიგრანტების ოჯახები წინასაახალწლო ნობათს მაგალითად ათენის მიმართულებით 1.7 ევროდ აგზავნიდა, ახალი ფასების მიხედვით 2.2 ევროს გადახდა მოუწევთ.

ემიგრანტები იძულებული არიან ან მომატებული ფასი გადაიხადონ, ან უარი თქვან სამშობლოდან გამოგზავნილ ნობათზე.

საქართველოს ფოსტაში მიზეზად რეისების დამატებას და ამანათების მიწოდების ინტერვალების შემცირებას ასახელებენ, თუმცა მიწოდების დროის შემცირებას თავად ემიგრანტები უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან რუსეთში შესული მანქანების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა – “ოცნება” სანქციების გვერდის ავლას ცდილობს?!
შემდეგი სტატიაCNN: აშშ-მა ჰააგაში ქართველი მოსამართლე დაასანქცირა