27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

საქართველო vs თურქეთი – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

 

 

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შეხვედრას თურქეთთან გამართავს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება.

ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე;

დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი;

ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია;

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ დინამო არენაზე, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

 

banner
წინა სტატიაშიBack to School შეთავაზებები SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას- ისარგებლეთ 40% ქეშბექით
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა