საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მწარმოებელი, ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს – მარგველაშვილი

„გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე. მე ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა,“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ ინიციატივა გააკრიტიკა და მის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხა.

„თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი სავარაუდოდ, გახდება ამ სენის მსხვერპლი. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მწარმოებელი ქვეყანა, ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არავითარი გამოკითხვა არ იქნება, კრიმინალები შეხვდებიან ერთმანეთს და იქნება “რაზბორკა” ვინ გაიტანა სუბელიანის ჩანაწერი – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : ეკრანის გარდა, მირზა სუბელიანი არსად მინახავს, არც კონტექსტი ვიცი, რაზე საუბრობდა, ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს