საქართველო ვერ იქნება მოწინავე ქვეყნების სიაში, რადგან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი – თინათინ ბოკუჩავა

საქართველო ვერ იქნება მოწინავე ქვეყნების სიაში, რადგან ამ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და ერთ კონკრეტული ოჯახი – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავა „Freedom House“-ის 2017 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც 2018 წელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს.

ბოკუჩავა ამბობს, რომ არსებული ვითარების გამო ქვეყანა კიდევ არა ერთ კრიტიკულ შეფასებას მიიღებს.

„პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ საქართველოს სტატუსის დაქვეითება უკავშირდება პირდაპირ საკონსტიტუციო ცვლილებებს და იმ პროცესს, რაც ამას თან ახლდა და რომელმაც გამოავლინა, რომ „ქართული ოცნება“ მარტო იღებს გადაწყვეტილებებს.

ის რომ „Freedom House“ განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აყენებს საქართველოს, სამწუხაროდ, ეს არ არის გასაკვირი და სავარაუდოდ, ბევრი სხვა მწვავე შეფასება შეგვხვდება,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიეკოლოგია და ტრანსპორტი ჩვენთვისაც პრიორიტეტულია – კალაძე NDI-ს კვლევაზე
შემდეგი სტატიამარიკა დათუკიშვილი : დანამატები, რომლებიც უკანონოდ ჰქონდა ოცნების ხელისუფლებას, დღეს უკვე დაკანონებულია