
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესრულება საქართველოს ხელისუფლებისთვის არის სავალდებულო და წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას.
„სტრასბურგის სასამართოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართომ დააკმაყოფილა რუსთავი2-ის და მისი დამფუძნებლების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და ხელუსფლებამ თავი უნდა შეიკავოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან ნებისმიერი ფორმით. ეს დროებითი ღონისძიება მოქმედებს 8 მარტამდე.
“სტრასბურგი ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო ვალდებულია, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვეს, ადამიანის უფლებათა კონმვენციის 34-ე მუხლს,” – ამბობს თამთა მურადაშვილი.















