„საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დარჩება და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 1, 2017 16:55

„საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დარჩება და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს“

მნიშვნელოვანი

  • საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის, პარტნიორებთან ერთადაა და ეს იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დარჩება და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.

სხვა სტატიები

საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის, პარტნიორებთან ერთადაა და ეს იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დარჩება და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.

“სამწუხაროდ, იმ საკითხზეც კი, რაშიც ერთიანები უნდა ვიყოთ, ოპოზიცია თავის პოლიტიკურ კარიერას აგებს და ამ ორ ამბავს ერთმანეთისგან სპეციალურად არ მიჯნავს, რათა საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. თუ გვინდა, რომ სიმართლეზე ვილაპარაკოთ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თავის დროზე ჩატაევის გათავისუფლებას თუ დაკავებას, რა სამართლებრივი არგუმენტები ჰქონდა. მეორე ის ამბავია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს, ქართული სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და კონკრეტულ კითხვებს პასუხები გაეცემა. არ შეიძლება, რომ კონკრეტულ რაიმე ვერსიაზე ვილაპარაკოთ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კარგადაა დაცული. საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ირიცხება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას რესურსი ეყოფა და სამართალდამცავები კარგად მუშაობენ, შესაბამისად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად დარჩება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ დეტალებზე პასუხებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები გასცემენ”, – აღნიშნავს მდინარეძე.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამოძიების შესახებ სუს-ში ბრიფინგი დღეს გაიმართა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 1, 2017 16:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics