,,საქართველო წარმოჩინდება, როგორც მნიშვნელოვანი საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ენერგეტიკული და ტურისტული კვანძი”

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებთან შეხვედრისას ვრცლად მიმოიხილა ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და ამ მხრივ არსებული მნიშვნელოვანი შედეგები.

მისი თქმით, ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია საქართველოს როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური , ტურისტული და საფინანსო კვანძის პოპულარიზაცია და ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატებთან შეხვედრაზე ამ კუთხით უკვე გაწეული ძალისხმევის კონკრეტული შედეგები შეაფასა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. ესენია: აქტიური ჩართულობა „სარტყელის და გზის“ ინიციატივის განხორციელებაში, მათ შორის „თბილისის აბრეშუმის გზის“ მეორე წარმომადგენლობითი ფორუმის ორგანიზების გზით, რაც მინისტრის შეფასებით დიდი წარმატებას წარმოადგენს; მისივე თმით მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის შეთანხმების პროცესში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნა; ავღანეთიდან თურქმენეთის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმების ხელმოწერა; თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის მონაწილეობით კასპიისა და შავი ზღვების დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორის შექმნაზე მუშაობა, ენერგოპროექტების განვითარება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მირწეულ შედეგებზე. მისი განცხადებით მიმდინარე წელი აქტიური იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის უზბეკეთთან, თურქმენეთსა და ყაზახეთთან სატრანზიტო და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტებისა და ინვესტიციების მზარდი დინამიკა, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი და სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რაც ძალიან დიდი და მნიშნველოვანი მოვლენაა და მნიშნველოვან შედეგებს მოიტანს; ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება; იაპონიასთან ვიზის გამარტივება, საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება, JICA-ს რეგიონული ოფისის გახსნა, კორეის რესპუბლიკასთან ბიზნესისა და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება და სხვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს განხორციელდა 30-ზე მეტი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და ბიზნეს-ფორუმები, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე ახლო- აღმოსავლის, აზიის და რეგიონის ქვეყნებიან.

“ჩვენი ეკონომიკური დიპლომატიის წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველო იმკვიდრებს თავს თანამედროვე მსოფლიოში როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბი და ჩართულია მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში. ეს წარმატებები მიღწეული იქნა ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ინტენსიური, დაუღალავი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წყალობით საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.”-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკანონმდებელმა აბესაძემ არ იცის იუსტიციის მინისტრი რომ კანონს ვერ ცვლის – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – სემეკის მთავარი როლი იქნება, ეკონომიკური რეგულატორები ისე დაადგინოს, რომ კმაყოფილი გვყავდეს მომხმარებელი