ევროსკოპის ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა.
„საქართველო თქვენს გვერდით დგას — დიდება უკრაინას“, — მიმართა თამარ ნუცუბიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ჟურნალისტის მიმართვა და უკრაინის პრეზიდენტის რეაქცია ყურადღების ცენტრში მოექცა. მიმართვის მთავარი გზავნილი საქართველოსა და უკრაინას შორის სოლიდარობასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას უკავშირდება.















