საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელზე “ჰამასის” მიერ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბიშვილი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს:

“ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში განვითარებული ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს,” – წერს ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიმელია – ვიქნები იქ, სადაც პოლიტიკაში ასახული იქნება ხალხის ინტერესი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულად გადამწყვეტია
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა – ზელენსკი