“საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის მზად არის”

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების აღმოსაფხვრელას, მოდერაციისთვის და მედიაციისთვის მზად არის.

 

მისი თქმით, აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს და ხაზი საერთაშორისო საზოგადოების როლზე გაამახვილა.
“მთავარი როლი მაინც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს. მნიშვნელოვანია, გაერო-ს და ეუთო-ს როლი. ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც მშვიდობაზეა მსოფლიოში პასუხისმგებელი, ალბათ, უნდა ამოქმედდეს და ამ შემთხვევაში კავკასიის რეგიონი წარმოადგენს ყურადღების საგანს. თუ საქართველოს შეუძლია რაიმე პოზიტივის შეტანა და თუნდაც თბილისში დაპირისპირებულლი მხარეების შეხვედრა, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი ტიპის მოდერაცისთვის და მედიაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრას”,- განაცახდა კობახიძემ “პირველ პრესკლუბში”.
banner
წინა სტატიაშიგერმანული ტელევიზია: გერმანიაში ბინების ძარცვას ქართველი ქურდების მაფია აკონტროლებს
შემდეგი სტატია“ინვესტირების მხრივ, მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი”