საქართველო სირიას 100 ათასით დოლარით დაეხმარება

news
: news დეკემბერი 29, 2016 12:59

საქართველო სირიას 100 ათასით დოლარით დაეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად გამოეხმაურა იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც სირიაშია. ჯანელიძის თქმით, საქართველო სირიას 100 ათასით დოლარით დაეხმარება:

„პრემიერმა გამოთქვა მზაობა დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაერო-სთან და ყველა გზები გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში გაერო-ს სპეციალიზირებული ფონდის მეშვეობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დახმარებას განახორციელებს“, -განაცხადა ჯანელიძემ.

news
: news დეკემბერი 29, 2016 12:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics