საქართველო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს

Belgium - Namur 2004 : Living in a wheelchair (PHOTO/REPORTERS John Thys) Model Release Cf/ Car for handicapped persons - Physically - Disability - Social Security - Social Insurance - Mutual - Mutuality - Wheelchair - Physical disability - Social Security - Social Insurance - Medical wheel chair - Accident - Paralysis - Paralysed - Invalid disabled person - Security safety - Belt seat - Transport - Phone Booth - Phone Booth inadapted for the disabled person

2016 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს მთავრობამ წარადგინა საქართველოს პირველი ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

საქართველოს პირველი ანგარიში გაეროს კონვენციის მიმართ აღწერს ქვეყნის პროგრესს 2013 წლის შემდეგ, როდესაც განხორციელდა კონვენციის რატიფიცირება. დოკუმენტში ასევე ასახულია გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად. ანგარიში მოამზადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობით.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, შეასრულოს გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულება. ამ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ეფექტიან პოლიტიკას იმ სოციალური ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულყოფილად ჩართონ საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში”, – განაცხადა ნატალია ჯალიაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა.

გაერო-ს კონვენციის შესრულებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირსა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). ეს დახმარება ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპულ საზოგადოებაში, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებენ არსებული ბარიერების გამო. ინკლუზია მნიშვნელოვანია. ევროპული მიდგომის გათვალისწინებით, ევროკავშირი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ევროკავშირის საკვანძო პრინციპები ამ საკითხში ღირსების, ავტონომიურობის, თანასწორობისა და ჩართულობის ღირებულებებია”, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა.

საქართველოს პირველი ანგარიში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ გაიგზავნა 2016 წლის სექტემბერში. ამას მოჰყვება ანგარიშის განხილვა შშმ პირთა უფლებების კომიტეტში, რის შემდეგ საქართველო მიიღებს რეკომენდაციებს კონვენციის შესრულების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიიუნესკომ საფრთხეში მყოფი და დასაცავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ბაგრატი და გელათი შეიყვანა
შემდეგი სტატიახე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს