“საქართველო შეპირებულ ვაქცინას დათქმულ ვადაში მიიღებს”

საქართველოს მთავრობა მოქმედებს თანმიმდევრულად, თვით მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ თავად არ გააჩნიათ საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დათქმულ ვადაში საქართველო აუცილებლად მიიღებს შეპირებულ ვაქცინას.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს ამასთან დაკავშირებით და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაანონსებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატია“ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე”