„საქართველო შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც ევროკავშირი დაგეგმავს სხვადასხვა აქტივობასა და ინიციატივას“ – იოჰანეს ჰანი

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. ევროკომისარმა ვიზიტის დეტალებზე კურიერთან ისაუბრა. ამ წუთებში ჰანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხვდება:

“ვფიქრობ, საქართველო შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც ევროკავშირი დაგეგმავს სხვადასხვა აქტივობასა და ინიციატივას. ვაპირებ შევხვდე პრემიერმინისტრს, სხვა მინისტრებს და განვიხილავთ ყველა იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველოს აქვს. მე ასევე შევხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ვისაუბრებთ ქვეყნის განვითარების პროცესზე. საქართველოს მოქალაქეები უკვე იყენებენ უვიზო მიმოსვლას, ვნახოთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია,” – განაცხადა ჰანიმ.

იოჰანეს ჰანი შეხვედრებს დღეს დილიდან დაიწყებს და პირისპირ გაესაუბრება პრემიერმინისტრს, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრა საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით. მოგვიანებით კი, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმება გაფორმდება.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პრემიერმინისტრი და ევროკომისარი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმე – დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება