საქართველო საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების გახსნას გმობს

საქართველო გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ხელისუფლების მიერ საარჩევნო უბნების გახსნას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ეს ქმედება ყველა საერთშორისო სამართლის ნორმას ეწინააღმდეგება და საერთაშორისო საზოგადოებისგან ფაქტის შეფასებას ელის.

„ვგმობთ, საარჩევნო უბნების გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და აჩვენებს იმ არალეგიტიმურ ქმედებებს, რაც არის ოკუპაციის შედეგი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნის ფაქტს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი გამოეხმაურა. დიპლომატის თქმით, საქართველოს თანხმობის გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნებისმიერი ქმედება მიუღებელია.

„ჩვენ რა თქმა უნდა არ ვცნობთ რუსეთის ძალაუფლებას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა , მხარს არ ვუჭერთ ამ ტერიტორიებზე რაიმე სახის ქმედებას, ასევე არჩევნების ჩატარებას საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე. გასულ კვირას მე მქონდა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პროდასავლური პარტიების წარმომადგენლებთან. ყველა თანხმდება იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების გამო პასუხისგებაში მიცემის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარეს შევთავაზე კონგრესის იმ წარმომადგენლებთან დაკავშირება , რომლებიც შეძლებენ ქართულ მხარეს შეერთებული შტატების გამოცდილება გაუზიარონ, თუ როგორ ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანი უფლებების დამრღვევებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში,””-განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება თელავში – დაშავებულები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს
შემდეგი სტატია12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმე – სააპელაციო სასამართლო განხილვას იწყებს