საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს, ინდივიდუალურ სანქციას არ დავაწესებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებში არ შედის – მაჭარაშვილი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს ასრულებს, ინდივიდუალურ სანქციას არ დავაწესებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს.

„ოპოზიციას დღე და ღამე საქართველოში შავი ხვრელები ელანდება და ამას არ ადასტურებს ის დელეგაცია, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს იცავს, მაგრამ როცა საუბარია ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯი თან იმ ფონზე, როცა რუსეთთან არც ევროკავშირს, არც უკრაინას და არც ამერიკას სავაჭრო ურთიერთობები არ გაუწყვიტავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის გადაისროლეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს