საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს- ამ სათაურით სტატიას Guardian-ი აქვეყნებს

საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს- ამ სათაურით სტატიას Guardian-ი აქვეყნებს.

როგორც ჟურნალისტი ლიუკ გარდინგი წერს, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოსკოვი დამნაშავეა მრავალრიცხოვან დარღვევებში.

“მათი თქმით, 5 დღის განმავლობაში რუსულმა თვითმფრინავებმა ქართულ ობიექტებზე 100-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს და არსებობს მრავალი დამამატკიცებელი საბუთი იმისა, რომ ბომბები იყრებოდა სამოქალაქო რაიონებში, რის გამოც უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ და დაიჭრნენ”- ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ბრიტანელი იურისტის ბენ ემერსონის სიტყვებიც, რომელიც პროცესზე საქართველოს ინტერესებს იცავს.

ემერსონის თქმით, “მოსკოვის კონტროლი ამ ტერიტორიებზე იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა, მიზანი კი რაც შეიძლება დიდი ტერიტორიის დაპყრობა იყო.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 30-ზე მეტ მოწმეს მოუსმინეს.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ- ისტორიული განხილვა დღეს დასრულდა. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებენ. ბრიტანელი ადვოკატების თქმით, რუსეთის მხარის დამცველები ისტორიის გაყალბებას ცდილობენ.

საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ განვითარებული პროცესებისას ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ედავება, მათ შორისაა წამება არაადამიანური მოპყრობა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაძევება. ქართული მხარის ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.

საქართველოს სტრასბურგის სასამართლოზე 700 მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებები.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ქართველების ეთნიკურ წმენდას ხელი არ შეუშალა, ზოგჯერ კი დანაშაულში თავადაც მონაწილეობდა
შემდეგი სტატიაშსს: ბრიტანეთი ევროპის “კოკაინის დედაქალაქი” ხდება