17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

საქართველო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელებისთვის დაწესებულ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა

საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს.

EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ სასანქციო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ცხრა არაწევრი სახელმწიფო შეუერთდა: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა. საქართველო აღნიშნულ სიაში არ ფიგურირებს.

ბრიუსელის ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ „შავ სიაში“ დამატებით ხუთი ფიზიკური პირი შეიყვანა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფასა და შესუსტებაში არიან მხილებულნი.

სანქცირებულ პირებს დაუწესდათ შემდეგი შეზღუდვები:

ეყინებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ყველა ფინანსური აქტივი;

ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტით გავლა;

ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ნებისმიერი სახის ფინანსური სახსრების მიწოდება.

ცნობისთვის, საქართველო არც ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეერთებია.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა ისტორიული რეფორმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაროდის აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლენტეხი–ლასდილის გზაზე – გზების დეპარტამენტის ინფორმაცია