“თავისუფალი ზონის” სამი წევრი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე დააკავეს. მათ პლაკატები ეჭირათ სადაც ეწერა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ერთ-ერთ მათგანზე კი რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი წარწერა იყო. პოლიციამ ახალგაზრდებს პლაკატების ჩამოხსნა მოსთხოვა, ისინი მითითებას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც დააკავეს.
ადვოკატ გოგა ონიანის მტკიცებით, მას არ მისცეს დაკავებულებთან გასაუბრების საშუალება. ის მუხლები კი, რაც მათ წაუყენს, როგორც ონიანი ამბობს,არაადეკვატურია.