საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძვის – ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ტვიტს, რომლითაც დავით ზალკალიანი კონგრესმენებს მადლობას უხდის აშშ–ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენისთვის, საკუთარ ტვიტერზე აზიარებს.

“საქართველო აშშ–ის დიდი და მნიშნველოვანი პარტნიორია, ის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ფრონტის ხაზზე იბრძვის” – წერს ადამ კინზინგერი

დავით ზალკალიანის ტვიტში, კი ნათქვამია, რომ საქართველო მადლობელია აშშ–ისგან მხარდაჭერისთვის, ტერეტორიული მთლიანობის, სუვერენულობის და ნატოში ინტეგრაციის საკითხებში. ” ეს ინიციატივა რუსეთის აგრესიის შეკავებაში დაგვეხმარება” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ.

ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის 12 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება