საქართველო პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის განცხადება

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისენაკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ