15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ჩამოქვეითდა

პრესის თავისუფლების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა.

ქვეყანა 180 სახელმწიფოს შორის, 135-ე ადგილზეა. ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მედიის შემზღუდავი, რეპრესიული კანონები და რეპორტიორებზე თავდასხმის გამოუძიებელი საქმეები მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რომელმაც საქართველო უკან 21 ნაბიჯით დახია.

საქართველო მედიის თავსიუფლების ინდექსში რეგიონის ლიდერი აღარ არის. ქვეყანას უკვე სომხეთი უსწრებს. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც მზარდად რეპრესიული რეჟიმების გამო, პრესის თავისუფლება ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. არადა, ჯერ კიდევ 2019-21 წლებში, მესამოცე ადგილს ვიკავებდით.

მართალია, ამ ინდექსმა, საქართველოში კრიტიკული მედიის მძიმე მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. თუმცა, ჟურნალისტები ყოველგვარი ნიშნულისა თუ კვლევების გარეშე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ისედაც ყოველდღიურად გრძნობენ, რომ ამ კრიტიკული კითხვების დასმით საფრთხეში აგდებენ მათ სიცოცხლეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების გლობალურ ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2025 წელს საქართველო 114-ე ადგილზე იყო, 2024 წელს კი 103-ზე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: კობახიძემ რაც 10 ლარად აღმოაჩინა, ვირის ხორცი ყოფილა, თანაც, ბრაზილიიდან შემოტანილი
შემდეგი სტატიალონდონში მომხდარი თავდასხმის გამო, დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე „სეროიზულამდე“ გაიზარდა