საქართველო ოთხ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა

gulis eleqsiri

საქართველო ოთხ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციების 2022 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს მიიღო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ საქართველო, უკრაინა, ნორვეგია, მაკედონია და ალბანეთი.

„ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ თავიანთი ნაციონალური პოლიტიკის საბჭოში აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი შესაბამისობას. ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისთვის ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს დააწესა.

წინა სტატიაშიკახა კალაძე: ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქალაქის იერსახის დამახინჯება დასჯადი ქმედებაა
შემდეგი სტატიათბილისის მერია სამშენებლო „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს