საქართველო ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის” გადახედვას ეუთოს ასამბლეის ჩატარების გამო არ აპირებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ფაქტს ეხმაურება. როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა ასამბლეის ჩატარება ეუთოს სურვილი იყო და საქართველო მხოლოდ მასპინძლის როლში იმყოფება. თუმცა ქართული მხარე არ აპირებს ეუთოს მოთხოვნების გამო  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას.

,,ჩვენ პატივს ვცემთ ამ ორგანიზაციას.   ყველამ პატივი უნდა სცეს იმ კანონს, რომელიც არსებობს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას მთელმა მსოფლიომ და ცივილიზებულმა სამყარომ კარგად იცის,  რომ საქართველოს გადადგმა ძალიან სერიოზული კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან ურთერთობის ნორმალიზების მიმართულებით 2012 წლიდან. ამ ურთიერთობების ნორმალიზაციის კონტექსტში ჩვენ ვეფუძნებით უმთავრესს პრინციპს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა. თუ ჩვენ მეზობელს სიტუაციის ნორმალიზება სურს პატივი უნდა სცე ამ ძირითად პრინციპს”- განაცხადქა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში“დღესაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ბევრი მორალური პრობლემა არსებობს”
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის განცხადება ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს