,,საქართველო ნატოში არ აპირებს,, Oxu.Az

11004253_414976398662553_2027842370_n მიუხედავად იმისა, რა კომენტარს აკეთებენ ამ მომენტისათვის სახელისუფლებო პარტიებისა და მთავრობის წარმომადგენლები პრემიერის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებაზე, ბევრმა ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის შიშით ნატოზე უარის თქმად შეაფასა. ასე მაგალითად, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის, ერთერთმა მთავარმა ინტერნეტ-გამოცემა  ,, Oxu.Az,, მა , აბაშიძის გამონათქვამებს სტატია მიუძღვნა სათაურით ,,საქართველო ნატოში არ აპირებს,,

შეგახსენებთ, რომ გაუგებრობა ამ დილით მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოყვა. აბაშიძის განცხადებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

“მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატო-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ ჯერ “მაპიც” არ მიგვიღია
შემდეგი სტატიადე ფაქტო აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მუშაობა განაახლა