საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა – Freedom House

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ინდექსი 100-დან 58 ქულით არის შეფასებული. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 22 ქულა მიენიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი 60-დან 36.

ანგარიში, რომელიც 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, სრულად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, მის მთავარ მიგნებებში ნახსენებია ე.წ. რუსული კანონი, რომლის მიღებაც “ქართულმა ოცნებას” გასულ წელს სურდა და მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ უკან გაიწვია.

“რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მიჰყვნენ მოსკოვის მაგალითს ისეთი კანონების ინიციირებით ან ამოქმედებით, რომლებიც “უცხოური აგენტის” იარლიყებს აკერებს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ სცადა, მიეღო უცხოური აგენტების კანონის თავისი ვერსია, რაც მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს გამოხატვის თავისუფლებას. კანონპროექტი გაუქმდა მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ. თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიუთითეს, რომ ის საჯარო კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ხელახლა იყოს წარმოდგენილი,” – წერს Freedom House.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ტვ “იმედს”-საინფორმაციო კი არა სანაგვე ყუთია (video)
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა უკრაინისთვის Delair-ს 100 დრონი შეუკვეთა