“საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში”

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, მონაწილეებს სიტყვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლსა და წვლილზე გაამახვილა ყურადღება. იზორიას განცხადებით, საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში.

„საქართველოს როგორ სანდო და ღირსეული პარტნიორი, აგრძელებს მონაწილეობას როგორც საერთაშორისო მისიებში ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ამავდროულად საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში, არც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს დამკვიდრებას ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება – პრემიერი
შემდეგი სტატია(Video) თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს