საქართველო მსოფლიოში მეორეა ბიტკოინისათვის ელექტროენერგიის მოხმარებით ჩინეთის შემდეგ და ორჯერ უსწრებს ამერიკას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 9, 2018 15:57

საქართველო მსოფლიოში მეორეა ბიტკოინისათვის ელექტროენერგიის მოხმარებით ჩინეთის შემდეგ და ორჯერ უსწრებს ამერიკას

ბიტკოინების მაინინგი (Bitcoin mining) არის პროცესი, რომელიც ამატებს ტრანზაქციებს
კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში და ამასთანავე ხსნის ახალ ბიტკოინებს არსებულ
სისტემაში. აღნიშნული პროცესი გულისმობს კომპიუტერული ენერგიის მოხმარებას რთული
მათემატიკური პაზლის მექანიზმში. ბიტკოინების მაინინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესს
ბიტკოინის უსაფრთხოებაში – სირთულე და ძალისხმევა კრიპტოვალუტის სისტემას მეტად
დაცულს და მიუწვდომელს ხდის შეტევების მიმართ.
რა არის მაინინგის აუზი (Mining Pool)?
მაინინგის პროცესი ამჟამად ძირითადად ხორციელდება მსხვილ, სპეციალიზირებულ
დაწესებულებებში/საწყობებში, დიდი რაოდენობის მაინინგის მოწყობილობების გამოყენებით –
ასეთ ადგილებში ჰეშირებული ენერგია (hash power) მიმართულია პირდაპირ ამ მაინინგის
აუზისკენ. მაინინგის აუზი არის მაინერების ჯგუფი, რომლებით ერთად მუშაობენ და წინასაწარი
შეთანხმების საფუძველზე გაიყოფენ იმ ჯილდოს, რომელსაც მიიღებენ განბლოკვის შემთხვევაში.
რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მეტი ბიტკოინების მაინერები ?
ბიტკოინების მაინინგი იქცა იმდენად კომპლექსურ პროცესად, რომ მასში ჩართული
კომპიუტერული სიმძლავრის ოდენობა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო
ელექტროენერგია გაზომვადი გახდა. შესაბამისად, ბიტკოინების მაინერების ყველაზე დიდი
რაოდენობა, გეოგრაფიულ ასპექტში, გხვდება იმ ქვეყნებში სადაც არამარტო ახალი
ტექნოლოგიებია ფართოდ გავრცელებული, არამედ სადაც ხელმისაწვდომია იაფი ენერგო
რესურსები. აქედან გამომდინარე, მაინერების თავმოყრის ტენდენცია სწორედ ასეთ ქვეყნებშია
მაღალი.
ამასთან ერთად, თითოეულ ქვეყანაში, სადაც მაინების განლაგება ხდება, ყალიბდება
ცენტრალიზებულად სტრუქტურირებული კომპანიები, რომლებიც წარმართავენ მაინინგის
პორცესს. ისინი ქმნიან მაინინგის პროცესის უფრო ცენტრალიზებულ სტრუქტურას. არსებობს
მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანა, რომელსაც შუძლია დაიკვეხნოს კონცენრირებული მაინინგის
პროცესით. შესაბამისად ძალიან ცოტაა იმ ქვეყნების რიცხვი, რომელსაც შეუძლია დიდი
რაოდენობის ბიტკოინების წარმოება და ექსპორტი.
საქართველო
საქართველოში დაფუძნებული, BitFury არის ცნობილი კომპანია, როგორც ბიტკოინების
მაინინგის ბიზნეს სეგმენტის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე , რომელიც ავითარებს, აწარმოებს
და ყიდის ბიტკოინების სტრიმინგ მოწყობილობებს ბიტკოინის მომხმარებლებსა და ბიზნესებზე.
Bitfury არის ერთ ერთი წამყვანი, ბლოქჩეინის ტექნოლოგიის სრული სერვისის მქონე კომპანია და
ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ინფრასტრუქტურის პროვაიდერი ბლოქჩეინის ეკოსისტემაში. 2016
წელს, BitFury აწარმოებდა მთელი ბიტკოინების 15%-ს.
ჩინეთი
ჩინეთში ხდება ყველაზე დიდი რაოდენობის ბიტკოინების მაინინგი და შესაბამისად ჩინეთიდან
ხდება ბიტკოინების ყველაზე დიდი ექსპორტიც. ეს უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იაფი
ელექტროენერგიით- ჩინეთის ბიტკოინებზე მოდის ჰეშირებული ენერგიის უდიდესი ნაწილიც.
შესაბამისად, ყველაზე მეტი და ამასთანავე ყველაზე დიდი მაინინგის აუზები ჩინეთში
მდებარეობს.
ამერიკის შეერტებული შტატები
როგორც კომპანია „21 Inc“-ის სამშობლო, რომელიც არის ბიტკოინების მაინერების უმსხვილესი
კომპანია მსოფლიოში, ამერიკის შეერტებული შტატები ბიტკოინის მაინინგის უმსხვილესი
ქვეყანაა. კომპანია დაფუძნდა კალიფორნიაში და დაბალი ენერგიის მომხმარებელი მაინების
ყველაზე დიდი მწარმოებელია, შესაბამისად ის გახლავთ მისი ყველაზე დიდი ექსპორტიორიც. „21
Inc“-ის ჰეშირებული ენერგიის უმეტესობა თავს იყრის სწორედ 21 Inc-ის კუთვნილი მაინინგის
აუზში. 2016 წელს ამ კომპანიაზე მოდიოდა მსოფლიო ბიტკოინების 3%.
შედარებით პატარა მაინინგის აუზები ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში-
თუმცა მათი საერთო წილი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამ სამ ქვეყანაში და საერთო ჯამში მათზე
ბიტკოინების ბაზრის 20% მოდის.

 


ყველაზე დიდი მაინინგის აუზები მდებარეობს ჩინეთში- F2Pool, AntPool, BTCC, and BW. აღნიშნული
მაინინგის აუზები აწარმოებენ ახალი ბიტკოინების 60%-ს.

წყარო: https://blog.iqoption.com/three-countries-with-the-largest-number-of-bitcoin-miners/

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 9, 2018 15:57

Google სტატისტიკა


3,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics